ფეხბურთი

20:49 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი დღეს: ტაბიძისა და ნავალოვსკის 90 წუთი

რუსეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურში “სკა ენერგიამ” საკუთარ მოედანზე მახაჩყალის “ანჟი” დაამარცხა – 2:0. ეს ხაბაროვსკელთა პირველი გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში და საერთოდ, გოლებიც სადებიუტო იყო. გამარჯვებულთა შორის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ. “ანჟის” სასტარტოში იყო ჯაბა ლიპარტიაც, თუმცა ქართველი შემტევი 58-ე წუთზე შეცვალეს. “სკა ენერგიასა” და “ანჟის” ხუთი ტურის თავზე 3-3 ქულა აქვთ და ცხრილის ქვედა ნაწილში არიან.

მორიგი 90 წუთიანი მატჩი ჩაატარა ჯემალ ტაბიძემ. ქართველი ფეხბურთელის “უფა” კი სტუმრად “ამკარს” დაუზავდა – 0:0. “უფას” 5 ტურში 9 ქულა აქვს და მეოთხეა. რაც შეეხება ტაბიძეს – ქართველმა გავლილი 5 შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ მოედანი წუთითაც არ დაუტოვებია.

0.127411