ფეხბურთი

18:24 | 8.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” სორიანოს მიადგა

კატალონიის “ბარსელონა” “ვილიარეალის” იტალიელი ნახევარმცველით რობერტო სორიანოთი დაინტერესდა. ესპანეთის ვიცეჩემპიონმა უკვე მიმართა “ვილიარეალს” ფეხბურთელის თაობაზე.

“ბარსელონას” მცდელობა გაეძლიერებინა ნახევარდაცვა “პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ფეხბურთელით წარუმატებელი აღმოჩნდა და ახლა ალტერნატიულ ვერსიებს განიხილავს.

გასულ სეზონში სორიანომ ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა და 10 გოლიც გაიტანა.

0.147392