ფეხბურთი

13:20 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: “გამარჯვების შანსი გვაქვს”

არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია მიიჩნევს, რომ მის გუნდს ჰოლანდიის სუპერთასის მოგება შეუძლია. ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა “ფეიენოორდთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“რა თქმა უნდა, გვაქვს გამარჯვების შანსი. მართალია, “ვიტესში” ცვლილებები მოხდა, მაგრამ კმაყოფილები უნდა ვიყოთ და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველით.

კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰოლანდიის თასის მოგება. ახლა სუპერთასის ჯერია, ასეთია ფეხბურთი”, - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიის სუპერთასის მატჩი “ფეიენოორდსა” და “ვიტესს” შორის დღეს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107997