ფეხბურთი

11:50 | 5.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაიმ” “სიტის” ფეხბურთელი დაიმატა

სტამბოლის “გალათასარაიმ” ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ფერნანდო შეიძინა. როგორც თურქული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერის ღირებულებამ 5,25 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც სამომავლოდ 900 ათასი ევრო ბონუსის სახით დაემატება.

თავად ფეხბურთელმა “გალათასარაისთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 3,3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

30 წლის ფერნანდო “სიტის” 2014 წელს “პორტუდან” შეუერთდა. გასულ სეზონში კი პრემიერლიგაში მხოლოდ 15 შეხვედრა ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114544