ფეხბურთი

18:34 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრების წინა ხაზი: ქვილითაიამ და კაჭარავამ დაიწყეს

სექტემბერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესარჩევი ციკლის ორი მატჩი ელის და როგორც წინა წლებში, ამჯერადაც შეიმჩნევა საკადრო პრობლემები. ზოგს მწვრთნელი არ ენდობა, ზოგი ტრავმირებულია, ზოგი სულაც უგუნდოდაა - სამივე კატეგორიის ფეხბურთელები საკმაოდ გვყავს.

სასიამოვნო სიახლე კი თავდამსხმელების გამოჯანმრთელებაა. ნიკა კაჭარავამ პოლონურ "კორონაში" დაიწყო მზადება, ხოლო გიორგი ქვილითაიამ ბოლო ერთი კვირა ინტენსიურად ივარჯიშა ვენის "რაპიდში".

მართალია, არც ნიკას და არც გიორგის, ჯერ არ უთამაშიათ, მაგრამ წესით, სექტემბრამდე პრაქტიკა უნდა მიიღონ.

რჩება ლევან მჭედლიძე, რომელიც ისევ ლაზარეთშია და ამიტომაც არის მიჩუმათებული მისი სატრასფერო ამბებიც. მჭედლიძემ კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი ჩაატარა, ოღონდ "ემპოლი" სერია ა-დან გავარდა და იყო ვარაუდი, რომ ქართველს არაერთი მსურველი გამოუჩნდებოდა. იყო "ბოლონიას" რეალური ვარიანტიც. თუმცა ჯერ ერთი, ლევანი ტრავმირებულია და ზუსტად როდის შეუერთდება გუნდს, ეს უცნობია. მეორეც, "ემპოლი" იაფად არ გაჰყიდის ფეხბურთელს.

საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს ირლანდიას დაუხვდება, ხოლო 5 სექტემბერს ვენაში ავსტრიას ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147612