ფეხბურთი

22:40 | 3.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაიმ” ფერნანდო დაიმატა

“მანჩესტერ სიტის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ფერნანდო კარიერას “გალათასარაიში” განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

30 წლის ჩამშლელმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 5.25 მილიონი ევროა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი “სიტიში” 2014 წელს “პორტოდან” გადავიდა. მან ამ დროის განმალობაში “ქალაქელების” მაისური 101-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113807