ფეხბურთი

17:20 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე: “ნეიმარის პსჟ-ში გადასვლა ბრაზილიის ნაკრებს სასიკეთოდ წაადგება”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ტიტე ნეიმარის სატრანსფერო ამბებს ეხმაურება. ტიტე მიიჩნევს, რომ "სელესაოს" ლიდერის პსჟ-ში გადასვლა სულაც არ იქნება ურიგო:

"პირიქით, ბრაზილიის ნაკრებისთვის კარგია, თუ ნეიმარი პსჟ-ში გადავა. იქ თამაშობენ დანი ალვეში, მარკინიოში, ლუკას მოურა და ტიაგო სილვა, რომლებიც ნაკრების წევრები არიან. შეთამაშების კუთხით, ეს მშვენიერი ვარიანტია. ნეიმარს პარიზში ბევრი თანამემამულე დახვდება, ასე რომ, ადაპტაციის პრობლემაც არ ექნება".

0.113089