ფეხბურთი

14:21 | 2.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ძალამიძე "იუვენტუსში" ითამაშებს

ნიკა ძალამიძე ბუქარესტის "იუვენტუსში" ითამაშებს. ქართველმა ნახევარმცველმა ერთწლიანი კონტრაქტი (შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით) გააფორმა კლუბთან, რომელსაც რუმინეთის უმაღლეს ლიგაში სამი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს.

ძალამიძე პოლონეთში თავიდან მშვენივრად თამაშობა, ლიდერი იყო "ვიძევსა" და "იაგელონიაშიც", თუმცა ორი წლის წინ თურქულ "რიზესფორში" გადავიდა და იქ, ფაქტობრივად, უთამაშებელი იყო. წლეულს იანვარში პოლონურ "ლეჩნას" მიაშურა. "ლეჩნა" უმაღლესიდან გავარდა.

სხვათა შორის, 1945 წელს თბილისის "დინამოს" რუმინული ტურნე რომ ჰქონდა, ბუქარესტის "იუვენტუსსაც" შეხვდა და არასაფეხბურთო ანგარიშით მოუგო - 10:5.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113548