ფეხბურთი

15:00 | 1.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: “სატრანსფერო ბაზარზე არსებული უკონტროლობა უნდა შეწყდეს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე მიიჩნევს, რომ სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა და კლუბებს ამაზე დაფიქრება მართებთ.

ესპანელი სპეციალისტი ნეიმარის “ბარსელონადან” პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერის საკითხს გამოეხმაურა, რომლის ღირებულებად 222 მილიონი ევრო სახელდება. დელ ბოკეს განცხადებით, ამგვარი გარიგებები სერიოზულ პრობლემას უქმნის ფეხბურთს.

“თანხები, რომელსაც კლუბები ტრანსფერებში ხარჯავენ, წარმოუდგენელი ტემპით იზრდება. ეს სფერო კონტროლიდან გამოვიდა და აუცილებელია ამ ყოველივეს შეჩერება. კლუბები დიდი ფულით იმას აკეთებენ ბაზარზე, რაც უნდათ” - აცხადებს დელ ბოსკე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109257