ფეხბურთი

23:20 | 30.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ფეიენოორდმა” ბერგუისი გაიფორმა

“უოტფორდის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სტივენ ბერგუისი კარიერას “ფეიენოორდში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია როტერდამული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

25 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 6.5 მილიონი ევროა.

ცნობისთვის, სტივენი გასულ სეზონში “ფეიენოორდში” იჯარით თამაშობდა. მან 38 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108188