ფეხბურთი

17:16 | 30.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი კაშიას გუნდში

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მეისონ მაუნტი დაასახელეს. ინგლისის ნაკრების 10 ნომერი გამოირჩეოდა მოედნის ცენტრში აზრიანი თამაშითა და მწვავე პასებით.

მაუნტიმ პორტუგალიასთან ფინალში (2:1) ორივე გოლში დაიდო წვლილი.

18 წლის ნახევარმცველი ლონდონის "ჩელსის" ეკუთვნის. ამ ზაფხულს მან 2021 წლამდე გააგრძელა კლუბთან კონტრაქტი და ერთწლიანი იჯარით გადავიდა არნემის "ვიტესში". ჰოლანდიური გუნდის კაპიტანი კი, როგორც იცით, გურამ კაშია გახლავთ.

0.118599