ფეხბურთი

15:40 | 30.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი "ფეიენოორდს" შეუთანხმდა

"ფენერბაჰჩეს" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი "ფეიენოორდში" დაბრუნებასთან ახლოსაა. როგორც Voetbal International-ი იუწყება, ფეხბურთელი ჰოლანდიურ გუნდს უკვე შეუთანხმდა და კლუბთან 1:+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს.

რობინი როტერდამული კლუბის აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში გატარებულ სამ სეზონში 78 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. მას შემდეგ ჰოლანდიელი ლონდონის "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა. გასულ სეზონში თურქული გუნდის რიგებში ვან პერსიმ 39 შეხვედრაში თავი 18 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.120079