ფეხბურთი

0:00 | 29.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ბელა “სოსიედადში” დაბრუნდა

“სოსიედადმა” გამოცდილი მარცხენა მცველი ალბერტო დე ლა ბელა დაიბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

31 წლის ფეხბურთელი გასულ ზაფხულს ორწლიანი იჯარით “ოლიმპიაკოსში” გადავიდა, თუმცა იური ბერჩიჩის “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლის შემდგომ, “სოსიედადის” ხელმძღვანელობამ კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენა და ალბერტო უკან დაიბრუნა. ის “ჩური ურდინში” 2019 წლამდე ითამაშებს.

დე ლა ბელა “სოსიედადის” ღირსებას 2009 წლიდან იცავს და ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 172 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. მან გასულ სეზონში “ოლიმპიაკოსის” მაისურით 31-ჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113027