ფეხბურთი

10:20 | 28.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: "ნეიმარის გაყიდვა არ გვსურს"

ბოლო დღეების გამორჩეული თემა პსჟ-ში ნეიმარის შესაძლო ტრანსფერია. აღნიშნულთან დაკავშირებით “ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმაც ისაუბრა.

მისი განცხადებით, კლუბს ბრაზილიელი შემტევის გასხვისება არ სურს, მაგრამ თუ ფეხბურთელი წასვლას გადაწყვეტს, მას გზა ხსნილი ექნება.

“ნეიმარი ჩვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი გაყიდვა არ გვსურს. იმედია, რომ ბრაზილიელი “ბარსელონაში” დარჩება – მას კიდევ 4 წელი აკავშირებს ჩვენთან კონტრაქტი. ვფიქრობ, ახლა სხვა სათქმელი არაფერია. თუმცა, ვიცით, რომ თუ ფეხბურთელს სხვა გუნდში წასვლა უნდა, მაშინ იგი თავისუფალი იქნება”, - აღნიშნა ბართომეუმ.

შეგახსენებთ, “პარი სენ ჟერმენი” ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონ ევროს იხდის. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ფეხბურთელი პირად კონტრაქტზე პარიზელებს უკვე მოურიგდა.

და მაინც, ნეიმარი ჯერ კიდევ “ბარსელონას” ფეხბურთელია და მეტიც, ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრა “ბლაუგრანამ” “იუვენტუსისა” და “მანჩესტერის” წინააღმდეგ სწორედ მისი გოლებით მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128103