ფეხბურთი

16:40 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას კომენტარი ზედიზედ მესამე მარცხის შემდეგ

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა "ორენბურგმა" რუსეთის პირვლ დივიზიონში ზედიზედ მესამედ წააგო. ამჯერად "ენისეისთან" გასვლაზე 0:2. ქეცბაიამ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ თამაშის მიხედვით, მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.

"ბევრ საუბარს აზრი არ აქვს. შესაძლოა, მარცხს არ ვიმსახურებდით, მაგრამ როცა ასე ცუდად თამაშობ დაცვაში, მერე რამის მიღწევა რთულია. იოლად გვიტანენ გოლებს. დღეს თამაში მიმდინარობდა პირველ შეცდომამდე და ჩვენ დავუშვით. "ორენბურგმა" ზედიზედ მესამედ წააგო. უნდა ვიმუშაოთ, რამდენიმე დღეში მომდევნო მატჩია.

..."ენისეისთან" სამი მცველით ვითამაშეთ. ასე გადავწყვიტეთ მატჩის წინ. ვფიქრობ, ტაქტიკაში არაა საქმე, რადგან გოლები სქემის კი არა, მცველების მოქმედების ბრალი იყო. სამი მცველით ორი გოლი გავუშვით და ორი მცველით რომ გვეთამაშა, რამდენს გავუშვებდით? ორ ბურთს როცა მიიღებ, გათანაბრება რთულია".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113472