ფეხბურთი

13:52 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

9 წლის შეინ კლუივერტი ისტორიაში შევიდა

პატრიკ კლუივერტის უმცროსი შვილი, შეინი ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე ისაა, რომ ცნობილმა ამერიკულმა ფირმამ, Nike-მა ჰოლანდიელ ბავშვთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, შეინ კლუივერტი ამიერიდან სწორედ ამ კომპანიის ეკიპირებით გამოჩნდება საზოგადოებაში და სარეკლამო რგოლებშიც გადაიღებენ.

საინტერესო კი ის გახლავთ, რომ შეინი მხოლოდ 9 წლისაა და იგი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სარეკლამო სახე გახდა.

შეინ კლუივერტი ფრანგული პსჟ-ს აკადემიაშია და მისი თანაგუნდელი, მეტიც უახლოესი მეგობარი ქართველი, სანდრო ქუთათელაძე გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11568