ფეხბურთი

20:16 | 26.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორატამ “მილანს” უარი “იუვენტუსის” გამო უთხრა

ლონდონის “ჩელსის” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ალვარო მორატა ახლოს იყო იტალიურ “მილანში” გადასვლასთან, თუმცა როგორც მისი აგენტი Tuttosport-თან ინტერვიუში ყვება, მან “როსონერის” მისი ყოფილი კლუბის, “იუვენტისის” და მისი გულშემატკივრების გამო განუცხადა უარი.

“მორატა ახლოს იყო “მილანში” გადასვლასთან, თუმცა საბოლოოდ ესპანელმა იტალიაში დაბრუნებაზე უარი განაცხადა “იუვენტუსის” გულშემატკივრების გამო. ალვარო გაოცებული იყო თუ როგორ უყვართ ის “ბებერი ქალბატონის” გულშემატკივრებს. მიუხედავად იმისა, რომ კარდიფის ფინალში ის მოწინააღმდეგე გუნდს წარმოადგენდა, “იუვენტუსის” გულშემატკივრები მას მხარს უჭერდნენ”, - თქვა ჯუზეპე ბოცომ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით “როსონერი” “სამეფო კლუბს” მორატას სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს სთავაზობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109043