ფეხბურთი

15:15 | 26.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნავალოვსკიმ "სკა-ხაბაროვსკთან" კონტრაქტი გააფორმა

31 წლის ქართველი მცველი გიორგი ნავალოვსკი ოფიციალურად გახდა რუსეთის "სკა-ხაბაროვსკის" ფეხბურთელი. ეს გუნდი წლეულს პრემიერლიგაში აღზევდა.

ნავალოვსკი 2013-2014 და ასევე, 2015-2016 წლების სეზონში გახლდათ ხაბაროვსკულ გუნდში. ბოლოს კი ბაქოს "ნეფთჩიში" გამოდიოდა. გიორგი აზერბაიჯანიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდა.

ნავალოვსკის 22 მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ორ წელიწადზე მეტია გიორგი ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის თითქმის უცვლელი ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113556