სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:30 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვაგნერ გონსალვესი: "საქართველოში ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, ბელგიაში კი აქცენტი ფიზიკაზეა გაკეთებული"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

"საბურთალოს" ლეგიონერი ვაგნერ გონსალვესი, რომელიც ერთწლიანი იჯარით ბელგიის პირველი დივიზიონის "სერკლ ბრიუგეში" ითამაშებს, ახალ კლუბს ნელ-ნელა ეგუება. ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა შემტევმა ფეხბურთელმა ბელგიელთა შემადგენლობაში 3 გოლის გატანა უკვე მოასწრო.

ვაგნერ გონსალვესმა “საბურთალოს” პრესსამსახურთან ისუაბრა:

- უკვე ერთი თვეა ახალ კლუბში ვარჯიშობ, ნორმალურად მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი. კარგად დამხვდნენ ბელგიელები, ნელ-ნელა კლუბს ვეცნობი. კონტრაქტი გავაფორმე, მალე ოფიციალურ შეხვედრებშიც მივიღებ მონაწილეობას. ახლა, შეკრებაზე ჰოლანდიაში ვიმყოფებით, სადაც პარალელურად ამხანაგურ მატჩებს ვმართავთ.

- ბოლო საკონტროლო შეხვედრა ინგლისის ჩემპიონშიპის "რედინგთან" გქონდათ. რთული იყო ბრიტანელების წინააღმდეგ თამაში?

- ინგლისის ჩემპიონატი გამორჩეულია მთელს მსოფლიოში, ისინი ძალიან მაღალ სისწრაფეებში თამაშობენ. მათ წინააღმდეგ ბოლო 30 წუთი ვითამაშე, რთული იყო თამაში, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე. საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.

- ვიდრე ბრიტანელებს დაუპირისპირდებოდით, მანამდე 2 ამხანაგური შეხვედრა გამართეთ, სადაც გოლებიც გაიტანეთ. გაიხსენეთ ის მატჩები?

- ორივე შეხვედრა ბელგიის კლუბებთან ჩავატარეთ. უმაღლეს ლიგელ "ლოკერენს" 2:1 ვაჯობეთ, "ოდენაარდს" კი 3:0 მოვუგეთ. აღნიშნულ შეხვედრებში სამი გოლი გავიტანე, რითაც ძალიან გახარებული ვარ. მთავარი ბრძოლები წინ გველის - 7 აგვისტოს ჩემპიონატი გვეწყება, პირველი შეხვედრა სტუმრად "ვესტერლოსთან" გვიწევს.

- თქვენს გარდა, სხვა ლეგიონერები თუ ირიცხებიან "სერკლ ბრიუგეში"?

- დიახ არიან, თუმცა ძირითადად საფრანგეთიდან ჭარბობენ.

- ერთი თვეა ბელგიელთა შემადგენლობაში ვარჯიშობთ და მათი სათამაშო სტილიც უცხო არ იქნება. როგორ თამაშს ანიჭებენ უპირატესობას?

- დაახლოებით ინგლისის ჩემპიონატის სტილია - ბევრი სივრცეები, სწრაფი თამაში, მაღალი ტემპი...

- რით განსხვავდება "საბურთალოსა" და "სერკლ-ბრიუგეს" ვარჯიშები?

- ბელგიაში დიდ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ მომზადებას, პირველ რიგში აქცენტი ამ მიმართულებითაა გაკეთებული. რაც შეეხება "საბურთალოს" - თბილისურ კლუბში აქცენტი ტექნიკურ და სწრაფ ფეხბურთზეა გამახვილებული. ასევე, ბურთთან ხშირი კონტაქტი, რაც ძალიან მსიამოვნებს და მომწონს.

- თქვენს ყოფილ თანაგუნდელებთან ხშირად საუბრობთ?

- ძირითადად უფრო სოციალურ ქსელში. ფაქტობრივად, ყველასთან ვკონტაქტობ და ერთმანეთის ამბებს ვგებულობთ. "საბურთალოში" ყველასთან ვმეგობრობ და მათთან მხოლოდ თბილი და სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს.

- თავისუფალი დროის გამონახვის შემთხვევაში, ხომ არ ფიქრობთ საქართველოში მცირე დროით ჩამოსვლას?

- ახლა, ჯერჯერობით გადატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ ასე მოხდეს. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია და იქ გატარებულ დროს, კარგად ვიხსენებ.

- "საბურთალოს" მატჩებს ადევნებთ თვალყურს?

- ამხანაგური შეხვედრების მომენტები ვნახე, ვუყურე კვირას "ტორპედოსთან" გამართულ მატჩი. გული დამწყდა, რომ გუნდმა წააგო, მაგრამ არაუშავს, წინ კიდევ ბევრი მატჩია და შედეგის გამოსწორება შესაძლებელია. ვისარგებლებ შემთხვევით და "საბურთალოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებსა და ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი იმ ყველაფრისთვის, რაც მათ ჩემს მიმართ გასწიეს.

"საბურთალოს" პრესსამსახური

თეგებისაბურთალო
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.118113
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X