ფეხბურთი

1:10 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედალი “ბეტისის” ფეხბურთელია

მოროკოს ნაკრების ცენტრალური მცველი ზუჰაირ ფედალი კარიერას “ბეტისში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

27 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და “ბეტისთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო “ალავესის” ბიუჯეტი 2.5 მილიონი ევროთი შეივსო.

ფედალი “ალავესში” გასულ ზაფხულს “ლევანტედან” გადავიდა და 33 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109858