ფეხბურთი

19:56 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოდიოზურმა კასანომ “ვერონა” ერთ კვირაში დატოვა

ანტონიო კასანო არაორდინალური ქმედებებით ყოველთვის გამოირჩეოდა და არც ასაკის მატებასთან ერთად შეცვლილა რამე. “ფანტანტონიომ” რამდენიმე დღის წინ “ჰელას ვერონასთან” გააფორმა ხელშეკრულება და დამდეგი სეზონი ვერონელთა რიგებში უნდა გაეტარებინა, მაგრამ...

მაგრამ, კასანომ დღეს ოფიციალურად აუწყა საზოგადოებას, რომ “ვერონა” დატოვა. როგორც ღია წერილში 35 წლის ფეხბურთელი წერს, ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს, თუმცა “ჰელასში” არ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110125