ფეხბურთი

17:50 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გადანაცვლებები თბილისის "ლოკომოტივში"

თბილისის "ლოკომოტივის" ასაკობრივ და სარეზერვო გუნდებში გადანაცვლებებია. "ლოკომოტივი 2"-ს გაწვრთნის ვლადიმერ ვაშაძე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში "ლოკოს" 17-წლამდელებს თავკაცობდა. ვაშაძის ხელმძღვანლობით, 17-წლამდელები შარშან ჩემპიონები გახდნენ და წლეულსაც მუდმივად ლიდერობდნენ ცხრილს.

17-წლამდელებს პაატა გოცირიძე გაწვრთნის, ხოლო "ლოკოს" 19-წლამდელებს ვასილ მაისურაძე გაუძღვება. როგორც იცით, მაისურაძე პარალელურად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცია და 8-14 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელის: ჯგუფში საფრანგეთი, ბოსნია და ანდორა ეყოლება მეტოქებად. შეხვედრები ბოსნიაში გაიმართება.

"ლოკომოტივში" ეს ცვლილებები გამოიწვია გიორგი მინაშვილის ჩინეთის კლუბში წასვლამ. მინაშვილი პეკინის ერთ-ერთი კლუბის აკადემიაში იმუშავებს. გიორგი "ლოკოში" ორ გუნდს წვრთნიდა - სარეზერვო გუნდს და ასევე, 19-წლამდელებს. გარდა ამისა, მინაშვილი აკადემიის მთავარი მწვრთნელიც იყო.

"ლოკომოტივი 2", რომელსაც ვაშაძე უთავკაცებს, რეგიონული ლიგის (რანგით მეოთხე) G ზონაში მესამე ადგილზეა. მიზანი პირველზე გასვლა და ლიგა3-ში ანაცვლებაა. ზონაში 12 გუნდია და პირველი წრე გასულია, წინ კი 11 ტურია. ამ ზონას "ვარკეთილი" და ხაშურის "ივერია" ლიდერობენ 28-28 ქულით, "ლოკომოტივი 2"-ს კი 25 ქულა აქვს. ამ გუნდში ძირითადად 1998-1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები ითამაშებენ, თუმცა რამდენიმე 2000-წლიანიც იქნება.

ასევე, იქნება მაისურაძის გაწვრთნილ "ლოკოს" 19-წლამდლებშიც, ოღონდ იქ ძირითადად 2000 წელს დაბადებულები ითამაშებენ და მათ რამდენიმე 1999-იანი დაემატება.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144479