ფეხბურთი

0:30 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რენდოლფი “მიდლსბროში” ითამაშებს

“ვესტ ჰემის” აწ უკვე ყოფილი მეკარე დარენ რენდოლფი კარიერას “მიდლსბროში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურ დონეზე დაადასტურა.

30 წლის კიპერმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 5.6 მილიონი ევროა.

რენდოლფმა გასულ სეზონში “ჩაქუჩების” კარი 27-ჯერ დაიცვა და 42 გოლი გაუშვა.

სტატისტიკა
0.424766