ფეხბურთი

14:20 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რაიოლა და ვერატი ერთად

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ აგენტი შეიცვალა. ამიერიდან 24 წლის ფეხბურთელი ამიერიდან ცნობილი საფეხბურთო აგენტის, მინო რაიოლას დაქვემდებარებაში იქნება. ამის შესახებ იტალიელმა თავად განაცხადა.

“დღეიდან ჩემს სპორტულ ინტერესებს ერთადერთი ადამიანი დაიცავს – მინო რაიოლა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დონატო დი კამპლის, რომელიც დღემდე ჩემი აგენტი იყო”, - წერს ვერატი ინსტაგრამის გვერდზე.

მარკო ვერატის მხრიდან აგენტის შეცვლა მოსალოდნელიც იყო – ცოტა ხნის ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას პსჟ-ს დატოვება სრუდა და ამას დი კამპლი საჯაროდ ადასტურებდა. ცოტა ხანში კი, ვერატიმ განაცხადა, რომ ყველაფერი რაც იქამდე მასზე ითქვა, მხოლოდ აგენტის მოსაზრება იყო.

როგორც ჩანს, აღნიშნულის გამო მარკოსა და დი კამპლს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. მინო რაიოლას “საგმირო” საქმეების შესახებ კი ყველას კარგად მოეხსენება.

0.123314