ფეხბურთი

10:41 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" შიკის ტრანსფერი დაბლოკა

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” გენუის “სამპდორიასა” და ჩეხეთის ნაკრების ფორვარდ პატრიკ შიკის დამატებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული ინფორმაცია, “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

საგულისხმოა, რომ 21 წლის ფეხბურთელმა ტურინულ გრანდში სამედიცინო შემოწმება ჯერ კიდევ 22 ივნისს გაიარა, თუმცა კონტრაქტის გაფორმება გაჭიანურდა და როგორც გაირკვა, აღარც გაფორმდება.

საქმე ისაა, რომ ჩეხ ფეხბურთელს გულზე პრობლემები აღმოაჩნდა – ასეთია “იუვეს” ვერსია. თუმცა, საპირისპიროს ამბობს “სამპდორიას” პრეზიდენტი მასიმო ფერერო, რომელიც შიკის გასხვისებას სხვა გუნდში აპირებს.

აქვე გეტყვით, რომ “იუვენტუსს” ნიჭიერი თავდამსხმელი რომ ეყოდა, “სამპას” ბიუჯეტი 30 მილიონი ევროთი უნდა შეევსო.

0.151622