ფეხბურთი

1:25 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანდოხაძე: "ჩვენ გვაქვს რესურსი იმისა, რომ უკეთესად ვითამაშოთ"

“სამტრედიას” ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ, “ყარაბაღთან” 0:1 მარცხის შემდგომ ჟურნალისტებთან თამაში შეაფასა და მეტოქე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა მიულოცა. გვითხრა, რომ მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია, თუმცა ანგარიშში ასეთ სხვაობას არ იმსახურებდნენ.

“საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავდა და წარმატებას მიაღწიეს. ვულოცავ მათ და მომავალ ეტაპზე გასვლას ვუსურვებ. რაც შეეხება ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს, მაქსიმალურად დავიხარჯეთ მოედანზე, თუმცა ის მომენტები რომელიც შევქმენით, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს და ჩვენ ჩვენი მხრიდან ვეცდებით, რომ მთლიანად გადავერთოთ შიდა ჩემპიონატზე”.

დღეს რაც გავაკეთეთ ეს მაქსიმუმი არ იყო, ჩვენ გვაქვს რესურსი იმისა, რომ უკეთესად ვითამაშოთ, უბრალოდ ამ ეტაპზე რაც შეგვეძლო ის გავაკეთეთ. ჩვენსა და “ყარაბაღს” შორის ფინანსურად შედარებას ვერ გავაკეთებ, რადგან ძალიან დიდი სხვაობაა. მსაჯებს რაც შეეხება, ზოგადად არ მიყვარს მათზე საუბარი, თუმცა იყო რამდენიმე ისეთი მომენტი, როდესაც აშკარად მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ გუნდს რაღაც შეეშალა, დღეს რეალობა ესეთია”.

“როდესაც სტუმრად 5:0 გაქვს წაგებული, ძნელია მეორე თამაშზე ისეთივე მოტივაციით გამოხვიდე, თითქოს არაფერი მომხდარა. პრესტიჯის თამაში იყო ეს, გულშემატკივარი ვიცოდით, რომ მოვიდოდა და მათთვის ვთამაშობდით, ქართველი გულშემატკივრისთვის. მათ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - გვითხრა ნიკამ.

შეგახსენებთ, რომ “სამტრედია” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორი მატჩის ჟამში “ყარაბაღთან” 0:6 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114336