ფეხბურთი

19:52 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალექსის სანჩესმა გადაწყვეტილება მიიღო

ალექსის სანჩესს ლონდონის “არსენალის” დატოვება სურს. ამის შესახებ მან ჩილეში ყოფნისას, ადგილობრივ მედიას განუცხადა. სამხრეთამერიკელი შემტევის თქმით, მან გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

“მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება და ახლა “არსენალს” ველოდები, რომ მითხრას, რას სურს. ბავშვობიდანვე ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობდი, ახლა კი “არსენალში” ვთამაშობ, რომელთანაც კონტრაქტი მომავალ წელს მიმთავრდება”, - უთხრა ჩილეს მედიას ალექსისმა.

სანჩესი ლონდონის “არსენალს” 2014 წელს “ბარსელონადან” შეუერთდა. გასულ სეზონში ჩილელმა თავდამსხმელმა პრემიერლიგის 38 მატჩში 24 გოლის გატანა შეძლო. 28 წლის თავდამხმელის მომავალს ყველაზე აქტიურად მიუნხენის “ბაიერნსა” და “მანჩესტერ სიტის” უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124356