ფეხბურთი

16:50 | 16.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

შეუჩერებელი “მილანი” – ამჯერად ბელოტი

იტალიური “მილანი” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურობას განაგრძობს. Sky Sport-ის ინფორმაციით, “როსონერის” მორიგი შენაძენი “ტორინოს” ფორვარდი ანდრეა ბელოტი იქნება.

როგორც ცნობილი ხდება მხარეებს შეთანხმება უკვე მოხდა და 23 წლის თავდამსხმელს მილანში უახლოეს ხანებში ელოდებიან. ჯერჯერობით გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ტურინული კლუბი 50 მილიონ ევროს, გაბრიელ პალეტასა და მბაიე ნიანგს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ბელოტი ბავშვობიდან “მილანის” გულშემატკივარია. იტალიის ნაკრების შემტევმა გასულ სეზონში 35 თამაში ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

“მილანი” ბელოტის გარდა თავდამსხმელის პოზიციაზე პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და ალვარო მორატასაც განიხილავდა, მაგრამ როგორც უპირატესობა “ტორინოს” ფებხურთელს მიანიჭეს.

შეგახსენებთ, “როსონერიმ” უკვე 9 ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის ყველაზე ხმაურიანი ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ლომბარდიელები პარალელურად “ბაიერნის” ნახევარმცველის რენატუ სანჩესის გადაბირებაზეც მუშაობენ.

0.110733