ფეხბურთი

14:01 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” მორატას თვალი დაადგა

“მილანს” არაერთ ხმაურიან ტრანსფერს უკავშირებენ, ამჯამად კი ითქვა, რომ “როსონერიმ” მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ ალვარო მორატას დაადგა თვალი.

როგორც Sky Sport Italia წერს, “სამეფო კლუბმა” ახალგაზრდა ესპანელის სანაცვლოდ “მილანს” 90 მილიონი ევრო მოსთხოვა.

მორატათი ასევე დაინტერესებულია “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელიც ფასზე ყოყმანობს.

ალვარო მორატამ ლა ლიგას გასულ სეზონში 15 გოლი გაიტანა, თუმცა, სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის და “რეალის” დატოვება სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122196