ფეხბურთი

11:00 | 15.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვესლი სნეიდერი თავისუფალი აგენტია

ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელი ვესლი სნეიდერი თავისუფალი აგენტია. 33 წლის ჰოლანდიელმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე “გალათასარაისთან” კონტრაქტი გაწყვიტა და ამიერიდან ნებისმიერ კლუბში შეძლებს გადასვლას.

სნეიდერი თურქული კლუბის ღირსებას 2012 წლიდან იცავდა. ხსენებულ დროში სტამბოლელთა რიგებში ჩატარებულ 175 მატჩში 45 გოლი გაიტანა და 44 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ჰოლანდიელი, მაგრამ ყველაზე მეტად მის მომავალს გენუის “სამპდორიას” უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111232