ფეხბურთი

16:40 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” ბელოტის სანაცვლოდ 80 მილიონი და ორი ფეხბურთელი გამოყო

როგორც ჩანს, “მილანი” მხოლოდ დაცვის გაძლიერებით არ კმაყოფილდება და ბონუჩის გაფორმების შემდეგ “ტორინოდან” ახალგაზრდა და იმედისმომცემი ფორვარდის, ანდრეა ბელოტის დამატებასაც გეგმავს.

“როსონერიმ” “ხარებს” 23 წლის მოთამაშის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა “ტორინოს” გენერალურმა დირექტორმა ტრანსფერი უარყო და 100 მილიონი მოითხოვა.

ეტყობა, “შავ-წითლებს” სერიოზული მიზნები აქვთ და ბელოტის დამატებას ყველანაირად ეცდებიან. ბოლო ინფორმაციით, “როსონერის” ხელმძღვანელობამ ბელოტის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გამოყო, თუმცა დარჩენილი 20 მილიონის ანგარიშში ტურინულ გუნდს გაბრიელ პალეტასა და მბიაე ნიანგს სთავაზობს.

0.117677