კალათბურთი

23:20 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძემ შესაძლოა ევრობასკეტი გამოტოვოს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა ვიქტორ სანიკიძემ შესაძლოა ევრობასკეტ 2017-ზე თამაში ვერ შეძლოს. სანიკიძეს ფეხის ტრავმის გამო რამდენიმე თვე არ უვარჯიშია. აღნიშნულის შესახებ worldsport.ge-ს თავად ვიქტორმა განუცხადა.

,,ფეხის ტრავმის გამო ვარჯიში ჯერაც არ დამიწყია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემი ევრობასკეტ 2017-ის ფინალურ ეტაპზე თამაშის შანსი 50X50-ზეა.’’- გვითხრა სანიკიძემ.

ვიქტორი 2016-2017 წლების სეზონის დაწყების წინ საბერძნეთის ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ,,არისში’’ ჩაირიცხა, სადაც ძალიან ცოტა შეხვედრა ჩაატარა. ერთ-ერთი მატჩის დროს მძიმე ტრავმა მიიღო და დღემდე ვერ ახერხებს სრულფასოვანი ვარჯიშების ჩატარებას.

0.161908