ფეხბურთი

12:15 | 14.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაკამბუმ "ვილიარეალთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა სედრიკ ბაკამბუმ "ვილიარეალთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"სოშოს" აკადემიის აღზრდილი მოთამაშე ლა ლიგის გუნდში "ბურსასფორიდან" 2015 წელს გადავიდა. ორ სეზონში სედრიკმა 81 შეხვედრა ჩაატარა და თავი 34 გოლით გამოიჩინა. ეროვნულ ნაკრებში ბაკამბუ 2015 წელს მოხვდა და მას შემდეგ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გუნდის მაისურით ჩატარებულ 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109157