ფეხბურთი

10:27 | 13.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ადნან იანუზაი “სოსიედადში” ითამაშებს

ბელგიელი ადნან იანუზაი კარიერას ესპანურ “რეალ სოსიედადში” გააგრძელებს. ბასკური კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“სოსიედადს” იანუზაის შეძენა 10 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც მომავალში ბონუს თანხაც დაემატება.

ადნან იანუზაი აქამდე “მანჩესტერს” ეკუთვნოდა, რომლის რიგებშიც დებიუტი 2013 წელს ჰქონდა. ამ დროში მან 77 შეხვედრა ჩაატარა ინგლისური გუნდის რიგებში და 5 გოლი გაიტანა. ბელგიელს იჯარით ასევე უთამაშია “დორტმუნდსა” და “სანდერლენდში”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114195