კალათბურთი

21:00 | 12.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: ,,მე და ჩემმა ექიმებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აქტიურ სპორტს სრულფასოვნად დავუბრუნდე’’

ახლოვდება კალათბურთში, ვაჟთა შორის ევრობასკეტ 2017-ის ფინალური ეტაპი, სადაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ეროვნულ გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, უკანახაზელი მანუჩარ მარკოიშვილი უბრუნდება.

,,ოპერაციისა და შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, მე და ჩემმა ექიმებმა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ყველაფერი გავაკეთეთ, რათა აქტიურ სპორტს სრულფასოვნად დავუბრუნდე. ინტენსიურად ვვარჯიშობ და მზად ვარ ევროპირველობისათვის მზადების მიზნით, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველივე შეკრებაზე გამოვცხადდე. მხოლოდ ნაკრებთან ერთად ჩატარებული ვარჯიშების შემდეგ გაირკვევა თუ რამდენად იქნება მზად ჩემი ნაოპერაციები ფეხი სრული დატვირთვებისათვის’’, - გვითხრა მარკოიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მანუჩარმა, 2015 წელს, თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ ,,დარუშაფაკასთან’’ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ერთი წლის შემდეგ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ბოლო, 2016-2017 წლების სეზონი საერთოდ გაუცდა.

ამჟამად მარკოიშვილი უკლუბოდაა და ახალ შემოთავაზებებს ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11167