ფეხბურთი

14:20 | 11.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაირო: “ტორინო” ბელოტის გარეშე ვერ წარმომიდგენია”

“ტორინის” პრეზიდენტის ურბანო კაიროს თქმით, იტალიელი თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი ამ სატრანსფერო ფანჯარის დროს არ გაიყიდება, თუ რომელიმე კლუბი 100 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხას შესთავაზებს “ხარებს”.

“მისი ღირებულება 100 მილიონი ევროა. ჩვენ ამ თანხის ფარგლებში შემოთავაზებები არ მიგვიღია. მოხარული ვარ, რომ ის კვლავ ჩვენთან დარჩება. მე უნდა ვიცოდე, თუ რა სურს მას. იყო რამდენიმე რეალური წინადადება, რომელიც უარით გავისტუმრეთ”.

“ვერ წარმომიდგენია “ტორინო” ბელოტის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ არ მსურს მისი გაშვება, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შესაძლოა რომელიმე იტალიურ კლუბში მოხვდეს, რაც ძალიან არ მინდა”, - თქვა კაირომ.

2016-2017 წლების სეზონში ბელოტიმ 38 მატჩი ჩაატარა. იტალიელი “ხარებს” 28 გოლით და 7 საგოლე გადაცემიით დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110185