ფეხბურთი

1:54 | 9.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კობოური: "ბოლო წუთებმა დაგვაბნია და კონცენტრაცია დავკარგეთ"

საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მცველის, დავით კობოურის თქმით პირველი ტაიმის მიწურულს კონცენტაცია დაკარგეს და გოლი სწორედ ამ მიზეზით მიიღეს. მან ასევე აღნიშნა, რომ რთულია გახურებული თამაშის შეჩერება და მერე კვლავ ხელახლა დაწყება.

„ალბათ ბოლო წუთებმა დაგვაბნია და კონცენტრაცია დავკარგეთ. წაგებას არ ვიმსახურებდით. მომენტებს ჩვენ უფრო ვქმნიდით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ძნელია, როდესაც გახურებული თამაში ჩერდება და მერე თავიდან გიწევს დაწყება. მაყურებელს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომლებიც ბოლომდე დაგვიდგნენ გვერდში", - გვითხრა კობოურმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში 2 წაგებითა და 1 მოგებით 3 ქულა დააგროვა და მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109566