ფეხბურთი

20:13 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანჩესი “მეთოფეებში” დარჩენის სანაცვლოდ ხელფასის გაზრდას ითხოვს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ შეიცვლის, თუ მას ხელფასს გაუზრდიან.

მას შემდეგ, რაც ჩილელი “მეთოფეებში” გადავიდა, ის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ბუნებრივია, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს მისი შენარჩუნება სურს.

სანჩესი თანახმაა, ხელშეკრულება იმ შემთხვევაში გაახანგრძლივოს, თუ მას კვირაში ხელფასის სახით 400 ათასი ფუნტი ექნება. 28 წლის მოთამაშე ამ ეტაპზე ყოველკვირეულად 140 ათასს გამოიმუშავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120972