სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

20:10 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ყიფიანი: „ფეხბურთელებმა ყველა დავალება ზუსტად შეასრულეს“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა შვედეთთან (2:1) მოგებული თამაში შეაფასა. მისი განცხადებით, კმაყოფილია გუნდის ნაჩვენები შედეგით და ასევე კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბოლო ტურში ნახევარფინალში გასვლის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ნაკრების ხელშია.

„პირველ რიგში გილოცავთ, რადგან საქართველოს ნაკრების გამარჯვება, ყველას გამარჯვებაა. ფსიქოლოგიური კუთხით მნიშვნელოვანიც იყო ეს თამაში, როგორ მოვახერხებდით აღდგენას პირველი მარცხის მერე - ჩვენ მოვახერხეთ გამარჯვება. მინდა ფეხბურთელებს მადლობა ვუთხრა, რადგან ყველაფერი გაიღეს ამ რთული თამაშის მოსაგებად. წავიყვანეთ ანგარიში და შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშიც ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ მომენტები უკვე შვედებსაც ჰქონდათ. მოდით, ასე ვთქვათ: ეს ევროპის ჩემპიონატია, სადაც ადვილი თამაში არ არსებობს. ამიტომ, მთავარია, რომ მოვიგეთ.

ჩვენ უფრო მეტი საგოლე მომენტი შევქმენით დღეს, ვიდრე პორტუგალიასთან და პლუს ამას, ორი გოლიც გავიტანეთ. ანუ, უფრო კარგად ვითამაშეთ შეტევაში. ეს ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც ზუსტად შეასრულეს ყველა ის დავალება, რაც თამაშის წინ მივეცი. ჩვენ გვაქვს უფრო მეტი პოტენციალი, რომ შეტევაში კიდევ უფრო კარგად ვითამაშოთ, უფრო აგრესიულად შევუტიოთ. ამის პოტენციალი ყველა თამაშში არსებობს და დარჩენილი პერიოდიც ჩეხეთთან მატჩამდე სწორედ ამას დაეთმობა, რომ გავაუმჯობესოთ თამაში. მე უკვე ვესაუბრე ფეხბურთელებს და უკვე ვიწყებთ მზადებას. პირველ რიგში ფიზიკური თვალსაზრისით, რადგან ძალიან დიდი ძალა წაიღო დღევანდელმა შეხვედრამ.

ვერ დაგეთანხმებით, რომ პორტუგალიასთან ფრთხილი ტაქტიკით ვითამაშეთ. იმ მატჩთან შედარებით დღეს მხოლოდ ერთი ცვლილება იყო შემადგენლობაში. ის იყო გახსნის თამაში და ფსიქოლოგიურმა მომენტმაც დიდი როლი ითამაშა. თამაში უნდა იყოს დაბალანსებული - არ შეიძლება, რომ მთელი თამაში ვუტევდეთ და დაცვას ყურადღებას არ ვაქცევდეთ. პირიქით, უნდა შევუტიოთ, მაგრამ დაცვაშიც უნდა ვითამაშოთ. რაც შეეხება არაბიძეს - ის არ ყოფილა გუნდური თამაშიდან ამოვარდნილი. მისი ინდივიდუალური გარღვევებიდან საკმაოდ მრავალი მომენტი შევქმენით. მთავარია გუნდი და მე მქონდა საუბარი არაბიძესთანაც. პირველ რიგში სწორედ გუნდზე ითამაშოს ყველა ფეხბურთელმა.

პირველი ტაიმის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ანგარიში 0:0 იყო და მეტოქისთვის უპირატესობა არ უნდა დაგვეთმო. გოლი პოზიციური შეცდომის შედეგად გავუშვით, თუმცა უსაქმოდ არც ამის მერე ვყოფილვართ და რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით. როდესაც, გუნდი აგებს, შეტევაში გადადის, ხოლო მეორეს თავის დაცვა დაბალანსებულად უწევს. ეპიზოდურად გამოგვივიდა ბურთის კონტროლი, ხოლო ეპიზოდებში უფრო მეტი შეიძლებოდა. თუმცა, ახლა მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ.

ჩეხეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია - დაბალანსებული, ტექნიკური. მე მაქვს მათი 4-5 თამაში ნანახი და ეტაპობრივად ვაწვდი ფეხბურთელებს ინფორმაციას ყველა გუნდის შესახებ. პორტუგალიისა და ჩეხეთის მატჩიც ძალიან ინფორმაციული იქნება ჩვენთვის. პირველი საფიქრალი კი ახლა ფიზიკური კონდიციების აღდგენაა. ბიჭებს უტარდებათ ყველანაირი აღდგენითი პროცედურები, დანარჩენი კი, უშუალოდ ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს აღდგენას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენი მეტოქეც ჩაატარებს შეხვედრას და ძალას ისიც დაკარგავს.

ჩვენ ვართ გუნდი, რომლის ყველა ფეხბურთელი არის თანაბარუფლებიანი და არავის აქვს გუნდში პრიორიტეტი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ადამიანს სურს, იყოს პრიორიტეტული, იგი უნდა იყოს გამორჩეული თავისი საქმით, სიყვარულით სამშობლოს მიმართ, ფეხბურთელებთან ურთიერთობით. ამის პრობლემა დღეს გუნდში ნამდვილად არ არსებობს და შესაძლოა, ფეხბურთელი 2-3 წუთით გამოეთიშოს თამაშს, მაგრამ იმ დროში იგი იღდგენს დაკარგულ ძალებს.

ყვითელი ბარათის მიღება მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როდესაც სათამაშო მომენტია. სხვა დანარჩენი მიუღებელია. ჩვენ ამაზე ნამდვილად გვაქვს ბიჭებთან საუბარი. თუმცა, ვფიქრობ, ეს არაა დისციპლინის დარღვევა, უფრო გადაჭარბებული სათამაშო მომენტია. მე ვეუბნები მათ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება. მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ ემოციების კონტროლი, რადგან წინ მთელი კარიერა აქვთ. არ ვფიქრობ, რომ ეს ყვითელი ბარათები უდისციპლინობის ბრალია.

ჩვენ ორივე თამაში დაგეგმილი გვქონდა ერთი და იგივე - ძალიან მნიშვნელოვანია მატჩის დასაწყისი. სანამ გუნდები ერთმანეთს გაეცნობიათ, თამაშს ალღოს აუღებენ. ჩვენ უნდა დავარტყათ კარში პირველი, რადგან ეს მნიშვნელოვანია აგრძნობინო მეტოქეს შენი ძალა. ზუსტად რომელ წუთზე გავიტანდით გოლს, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ როდესაც დაგეგმილი გვაქვს თავიდანვე აქტიური თამაში, არის მოლოდინი, რომ გოლს გაიტან. დღეს ეს გამოგვივიდა, რასაც მეორე გოლი მოჰყვა. მერეც გვქონდა კიდევ ერთი შანსი, რომლის გამოყენების შემთხვევაში ფაქტიურად გადაწყვეტილი იქნებოდა თამაშის შედეგი.

ინდივიდულურად ძლიერი ფეხბურთელი არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ფინტები ჰქონდეს არსენალში. იგი გუნდს აუცილებლად უნდა გამოადგეს, სხვა შემთხვევაში მე ის ინდივიდუალურ მოთამაშედ არ მიმაჩნია. რა თქმა უნდა, თუ ინდივიდუალური თამაში ჩვენს კართან მოიტანს ხიფათს, ეს არ იქნება კარგი და ჩვენ არ ვითამაშებთ ასე. ამ ნაკრების ერთ-ერთი პლიუსია დრიბლინგი და ეს კარგია. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ამ თამაშამდე კარგად გამოვიყურებოდით. ვერცერთი ფეხბურთელი ვერ დავინახე ისეთი, რომლის თამაშმა ჩვენს გუნდს საფრთხე შეუქმნა. ძალიან კარგია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ინდივიდუალური არსენალი აქვს და გუნდურადაც თამაში კარგად შეუძლია.

ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. პირველი მატჩი წავაგეთ, მაგრამ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ამით არაფერი შეცვლილა. ძალიან მიხარია, რომ მოვიგეთ, რადგან ახლა არავისზე ვართ დამოკიდებული და ბოლო ტურში მხოლოდ ჩვენს ხელშია ის, ვითამაშებთ თუ არა ნახევარფინალში“, - განაცხადა ყიფიანმა.

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს 8 ივლისს, ჩეხეთის ნაკრებთა ჩაატარებს. შეხვედრა „მიხეილ მესხზე“, 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111856
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X