ფეხბურთი

2:26 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეინჯერსი" ევროპა ლიგიდან ლუქსემბურგის გუნდმა გააგდო

დრო იყო შოტლანდიური „რეინჯერსი“ ევროპულ საკლუბო ტურნირებში რეგურალურად და რაც მთავარია, შედეგიანად რომ თამაშობდა. ბოლოს, გლაზგოელებმა ყველაზე დიდ წარმატებას 2007-2008 წლების სეზონში მიაღწია, როცა უეფას თასის ფინალში გავიდა, თუმცა ფინალური მატჩი „ზენიტთან“ წააგო.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, „რეინჯერსი“ გაკოტრდა და შოტლანდიის ქვედა ლიგაში მოუწია დაქვეითება. ერთი წლის წინ, გლაზგოური გუნდი მთავარ ლიგას დაუბრუნდა და პირველივე ცდაზე ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

აკი, ჩაერთო კიდეც ხსენებულ ტურნირში, თუმცა უკვე დაასრულა ასპარეზობა. „რეინჯერსი“ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის საფეხბურთო კლუბ „პროგრესს“ დაუპირისპირდა და ერთი კვირის, გლაზგოში 1:0 მოუგო. აი, გუშინ კი, საპასუხო შეხვედრა 0:2 დათმო და ევროპა ლიგას გამოეთიშა.

რა თქმა უნდა, „რეინჯერსის“ ძველი დროება შორსაა, მაგრამ თავისთავად მაინც გამოსარჩევია ფაქტი, რომ შოტლანდიური ფეხბურთის მეტრი ლუქსემბურგის წარმომადგენელთან გამოეთიშა ევროსარბიელს...

"პროგრესი" (ლუქსემბურგი) - "რეინჯერსი" (შოტლანდია) 2:0 (პირველი მატჩი: 0:1)

გოლები: 1:0 ფრანსუა (66), 2:0 ტილი (75)

0.112334