ფეხბურთი

0:40 | 5.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი პსჟ-ში ვარჯიშს აღარ აპირებს

ფრანგული პსჟ-სა და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი მარკო ვერატი კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლას ყველანაირი გზით ცდილობს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 24 წლის ნახევარმცველი პარიზულ გუნდში ვარჯიშზე უარს აცხადებს თუ კლუბი მის ესპანეთში გასხვისებას არ დასთანხმდება.

აღნიშნულ თემაზე უნაი ემერისაც ჰკითხეს, რომელმაც არაფერი გამორიცხა:

“პსჟ 15 ივლისს აშშ-ში შეკრებაზე გაემგზავრება ვერატისთან ერთად ან მის გარეშე”, - აღნიშნა ესპანელმა.

შეგახსენებთ, ვერატის “ბარსელონაში” გადასვლის შესახებ კარგა ხანია საუბრობენ. გავრცელებული ცნობით, “ბლაუგრანა” იტალიელში 100 მილიონი ევროს გაღებას გეგმავს.

აქვე გეტყვით, რომ მარკო ვერატი პსჟ-ში 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს და ევროპაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოდ მიიჩნევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115238