ფეხბურთი

10:00 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სარაგოსამ" პაპუნაშვილი წარადგინა

ესპანეთის სეგუნდადივიზიონის ბინადარმა „რეალ სარაგოსამ“ გიორგი პაპუნაშვილი წარადგინა. ქართველი შემტევი ესპანეთში გუშინ ჩავიდა და კონტრაქტიც გაფორმდა - 4 წლის ვადით.

„ძალიან ბედნიერი ვარ „რეალ სარაგოსაში“ ყოფნით“, - მოკლე კომენატრით შემოიფარგლა პაპუნაშვილი.

როგორც „სარაგოსას“ ვებგვერდი იტყობინება, მედიის წინაშე ქართველი ფეხბურთელი დამდეგ კვირაში წარდგება. შეგახსენებთ, გიორგი პაპუნაშვილის არაგონულ კლუბში გადაბარგება რამდენიმე კვირის წინ გადაწყდა, თუმცა მას მერე მან ორი თამაში „დინამო“ თბილისში ჩაატარა. ამიერიდან კი ოფიციალურ უკვე „სარაგოსას“ ფეხბურთელია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11564