ფეხბურთი

0:30 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” ბორინი ინათხოვრა

“სანდერლენდის” თავდამხმელი ფაბიო ბორინი მომავალ სეზონში იჯარის წესით “მილანში” ითამაშებს. ტრანსფერი ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

26 წლის იტალიელი “როსონერიში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს და შემდეგ მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა 6 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ბორინიმ გასულ სეზონში “შავი კატების” მაისური 26-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა.

Loading...
სტატისტიკა
0.247954