ფეხბურთი

21:56 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დი ფრანჩესკოს ბერარდი სურს, მონჩის - ტოვენი

მას შემდეგ, რაც “რომა” სალაჰმა დატოვა, გუნდი მისი შემცვლელის ძიებაშია, რათა ჩემპიონთა ლიგას მოუმზადებელი არ შეხვდეს.

ერთ-ერთი პირველი სამიზნე ახალგაზრდა დომენიკო ბერარდია “სასუოლოდან”, რომლის ყიდვაც “ჯალოროსის” მწვრთნელს, ეუსებიო დი ფრანჩესკოს სურს. თუმცა, ახალი სპორტული დირექტორი მონჩი ასე არ ფიქრობს, მას ყურადღება სხვა ფეხბურთელებზე აქვს გამახვილებული.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფლორან ტოვენია, რომელიც “მარსელმა” ცოტა ხნის წინ “ნიუკასლიდან” 25 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ასევე სუსო, რომელიც შედარებით მიუწვდომელია.

0.123276