კალათბურთი

19:54 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გასოლი: “ევრობასკეტის მოგებაზე ვოცნებობ”

ესპანური კალათბურთის ცოცხალმა ლეგენდამ პაუ გასოლმა მოახლოებულ ევრობასკეტ-2017-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ევრობასკეტზე მედლის მოგებაზე ოცნებობს.

“ყოველი ჩემპიონატი ჩემთვის შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს. ევრობასკეტ-2017-საც ამ განწყობით ვხვდები და ვაპირებ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინო. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ თუ არა ეს ჯერ არ ვიცი, ჯერჯერობით ევრობასკეტის მოგებაზე ვოცნებობ”- განაცხადა გასოლმა.

გასოლს ევრობასკეტზე სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

0.113623