ფეხბურთი

15:45 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბორნმუთმა” აკე 20 მილიონად იყიდა

“ბორნმუთმა” “ჩელსის” 22 წლის ჰოლანდიელი მცველი ნათან აკე 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა, რაც კლუბის რეკორდული მაჩვენებლია. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერლიგის გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

აკე “არისტოკრატების” ღირსებას 2012 წლიდან იცავდა, თუმცა ლონდონელთა მაისური სულ 17-ჯერ მოირგო.

ნათანი წლების განმავლობაში “ჩელსის” სხვადასხვა კლუბებში ჰყავდა იჯარი წესით გაშვებული. განვლილ სეზონში აკე სწორედ “ბორნმუთის” ღირსებას იცავდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 12 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120681