ფეხბურთი

22:01 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურას” მარცხი “ალტახთან”

წარუმატებელი გამოდგა ევროპა ლიგის საწყისი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საჩხერის “ჩიხურასთვის” – სოსო ფრუიძის გუნდმა თბილისში, ავსტრიულ “ალტახს” უმასპინძლა და დამარცხდა.

მატჩის ბედი მეოთხე წუთზე კამერუნელი ნგვატ-მაოპის გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა ჩინებული კომბინაციის შედეგად გაიტანეს. შეხვედრის დასრულებამდე დიდი დრო იყო, თუმცა სიმართლეს ვერ გავექცევით: “ჩიხურა” დამსახურებულად დამარცხდა, რადგან 90 წუთის განმავლობაში სტუმართა კართან რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. ამის გარეშე კი ბუნებრივია, ფეხბურთში გოლის გატანა წარმოუდგენელია.

საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში ავსტრიაში გაიმართება და “ჩიხურას” საკუთარ თავზე გადახტომა მოუწევს.

“ჩიხურა” – “ალტახი” 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ნგვატ-მაოპი (4)

0.113308