ფეხბურთი

20:04 | 28.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლაუს შმიდტი: “ჩიხურა” ჩვენზე გამოცდილია”

ავსტრიული “ალტახის” მთავარი კლაუს შმიდტი საჩხერის “ჩიხურასთან” დაპირისპირებაში თავის გუნდს ფავორიტად არ მიიჩნევს. ავსტრიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ევროთასებზე ქართული გუნდი უფრო გამოცდილია და ამიტომაც, შანსი თანაბარია.

“ფავორიტები ნამდვილად არ ვართ. “ჩიხურას” ევროტურნირებზე თამაშის უფრო დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამისად, შანსი თანაბარია. ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა, მომდევნო ეტაპზე გასვლაა. რაც შეეხება კონკრეტულად ხვალინდელ თამაშს, სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის კარგი შედეგი იქნება თუ გოლს არ გავუშვებთ. ამას პირველ მატჩში ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ, უგოლო ფრეზეც არ ვიტყოდი უარს. ყველაფერი კი, ერთ კვირაში ჩვენს მოედანზე გადაწყდება.

“ალტახი” პატარა გუნდია, რომელიც ევროსარბიელზე მეორედ თამაშობს. პირველ ჯერზე ძალზე მცირედი დაგვაკლდა ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, რთულია გადაჭრით თქმა რა არის მიზანი. ჩვენთვის ყოველი ეტაპი ძალზე მნიშვნელოვანია და თითოეული ბარიერის გადალახვა წარმატება იქნება”, - თქვა შმიდტმა.

შეგახსენებთ, “ჩიხურასა” და “ალტახის” შეხვედრა 29 ივნისს, “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111462