ჭიდაობა

20:10 | 27.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს შანსი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ნიკა კენჭაძემ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (96 კგ) გერმანიის ქალაქ დორტმუნდში დღეს დაწყებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და ფინალში გავიდნენ. ედემ ბოლქვაძე (60 კგ) კი რეპეშაჟის ფინალშია.

საჩემპიონო ბრძოლაში კენჭაძე რუსეთის ნაკრების წევრ რუსტამ მაგომედოვს დაუპირისპირდება. მაჭარაშვილის მეტოქე იტალიელი სიმონე იანატონი იქნება. ბოქლვაძე კი ბრინჯაოს მედალისათვის რუმინელ ტეფან იონატ კომანს შეხვდება.

ფინალური ბლოკის ბრძოლები თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114224