ფეხბურთი

19:55 | 25.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: “იუვენტუსში” არსებობს ადგილი რონალდოსთვის”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული თავდამსხმელი ალესანდრო დელ პიერო იმედოვნებს, რომ კრიშტიანუ რონალდო “რეალის” დატოვების შემდგომ “ბებერ ქალბატონს” მიაშურებს. მისი თქმით, პორტუგალიელის გადმოსვლა ხალხს იმედს ჩაუსახავდა იმისა, რომ მათ კიდევ შეუძლიათ, რომ მოიგონ ჩემპიონთა ლიგა, რომელიც ბოლოს 1996 წელს მოიპოვეს.

“თუ კრიშტიანუ ბედნიერია “რეალში” და მაინც სურს დატოვოს კლუბი, მაშინ არსებობს მისთვის ადგილი “იუვენტუსში”. თუ ასე მოხდა, ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონთა ლიგას კიდევ ერთხელ მოიგებს”, - უთხრა Marca-ს დელ პიერომ.

რონალდოს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

0.110621